გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან 21 წელი გავიდა
გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან 21 წელი გავიდა.
"რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი 2001 წლის 26 ივლისს საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს.
გიორგი სანაია "რუსთავი 2-ში" 1999 წლიდან მუშაობდა. იყო "ღამის კურიერის" წამყვანი.
ჟურნალისტის ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები დღეს ტრადიციულად საფლავზე შეიკრიბებიან.