თეგებით ძიება

სამშობლოსადმი, რომელმაც ის შვა, გამოირჩევა ზიზღით - თეა წულუკიანი არახამიაზე

საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის შეფასებით, უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია საქართველოსადმი ზიზღით გამოირჩევა.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული გვარის ადამიანი ასე იქცევა იმ ქვეყანაში, რომელსაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს მსოფლიოში. ამავდროულად, სამშობლოსადმი, რომელმაც ის შვა, გამოირჩევა ზიზღით, ლანძღვით და ა.შ. ამაზე უფრო დიდი უბედურება რა უნდა დაემართოს ადამიანს? ამიტომ, თუ მოახერხა, თავის თავს უშველოს. იმედი მაქვს, კიდევ ძალიან ბევრი წელი აქვს წინ სიცოცხლეში. ამ დროში თუ მოახერხებს, რომ თავის თავს უშველოს, დიდად წარმატებულად ჩაითვლება. მაგრამ ჩვენ რაში უნდა დაგვეხმაროს?! თავისი თავისთვის და თავისი იმ ქვეყნისთვის ვერ უშველია, რომელმაც ის იშვილა“, – აღნიშნა წულუკიანმა "იმედის" ეთერში.ა


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა