საქართველოს ცესკოს მონაცემებით, უბნების 70%-ის მონაცემებით, მმართველმა პარტიამ უმრავლესობა მოიპოვა - Reuters
Reuters საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ წერს და ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს ავრცელებს.
"ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საქართველოს მმართველმა პარტიამ შაბათს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში 53%-ით გაიმარჯვა. დათვლილია უბნების 70%. კომისიის განცხადებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 58,94% შეადგინა. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ არჩევნები მათ მოიგეს“, - წერს Reuters-ი.