ჩვენ არ დავთმობთ და არ დავნებდებით - 28 ივლისს უკრაინა სახელმწიფოებრიობის დღეს აღნიშნავს
28 ივლისს უკრაინა სახელმწიფოებრიობის დღეს აღნიშნავს. ღირსშესანიშნავ ტარიღს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი გამოიეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინა მუდამ დამოუკიდებელი და ტავისუფალი სახელმწიფო იქნება.
„ჩვენ არ დავთმობთ და არ დავნებდებით. ჩვენ ვერ შეგვაშინებენ. უკრაინა არის დამოუკიდებელი, თავისუფალი, განუყოფელი სახელმწიფო და ეს ყოველთვის ასე იქნება. ჩვენ სულს და სხეულს ვწირავთ ჩვენი თავისუფლებისთვის,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სპეციალურ ვიდეომიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ თებერვლის ბოლოს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსულ სამხედრო აგრესიას ათასობით მშვიდოაბიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მილიონობით კი დევნილად და ლტოლვილად იქცა.