თეგებით ძიება
19. 11. 2024 მსოფლიო

ანდრეს ბრეივიკი, რომელმაც 77 ადამიანი მოკლა, ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებას ითხოვს

ნორვეგიელი ტერორისტი ანდერს ბრეივიკი დღეს სასამართლოში გამოცხადდება, გავრცელებული ინფორმაციით, 13-წლიანი პატიმრობის შემდეგ, ის ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებას ითხოვს. ეს იქნება ბრეივიკის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე მეორე განცხადება. ბრეივიკს 21 წელი აქვს მისჯილი. ეს არის მაქსიმალური სასჯელი, რომელიც შესაძლოა, გაგრძელდეს მანამდე, ვიდრე ის საზოგადოებისთვის საფრთხედ ჩაითვლება.

2011 წელს, ანდერს ბრეივიკმა ოსლოში, პრემიერ-მინისტრის ოფისთან ახლოს ააფეთქა მანქანა, რის შედეგადაც რვა ადამიანი დაიღუპა, შემდეგ კი კუნძულ უტოიასკენ გაემართა და ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდულ ბანაკში 69 ადამიანი მოკლა, მათ შორის იყო ქართველი გოგონაც.

ბრეივიკის გათავისუფლების პირველი მცდელობა, 2022 წელს, წარუმატებელი აღმოჩნდა. იმდროინდელ სასამართლო მოსმენაზე ბრეივიკმა „ძალადობის გამო ბოდიში მოიხადა“, თუმცა აღნიშნა, რომ ის კვლავ ინარჩუნებდა ნეონაცისტურ შეხედულებებს და თეთრკანიანთა უზენაესობის იდეის დაცვისთვის მშვიდობიანი გზებით გააგრძელებდა ბრძოლას. ბრეივიკი ასევე ნორვეგიის სახელმწიფოსგან ციხეში პირობების გაუმჯობესებას მოითხოვდა და ამტკიცებდა, რომ იზოლაციაში ყოფნით მისი უფლებები ირღვეოდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა