თეგებით ძიება

ამ ხელმოცარულებს, რომლებიც არიან პოლიტიკაში, მავნებლებს, ცივი წყალი გადაასხა - ზარქუა ივანიშვილზე

"ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი ზარქუა პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

"მან თქვა, როდესაც ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატები სანქციებზე, კონკრეტულ პიროვნებებზე საუბრობს და გადაწყვეტილებებს იღებს, ეს არის ღია, გამჭვირვალე პროცესი, ყველასთვის ცნობილია და ასეთი არ იგეგმება. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ამ ხელმოცარულებს რომლებიც არიან პოლიტიკაში როგორც შიგნით მავნებლები და ასევე საგარეო ფრონტზე, მათ შორის უკრაინაში, მემგონი ამით ცივი წყალი გადაასხა.

ომში ჩართვაზე ეს არ არის მმართველი პარტიის რაღაცა მოგონილი თემა. კონკრეტული ადამიანები, მათ შორის, საქართველოში მცხოვრებისგან, რადიკალური ოპოზიციისგან, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციები. გვარები იქნა ჩამოთვლილი. მათ შორის იყო, მაგალითად, უკრაინის მაღალჩინოსნებისგან, გვარები გინდათ? ხო იციან", - განაცხადა ზარქუამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ადასტურებს, რომ მასსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შორის შეხვედრა გაიმართა. ივანიშვილი საუბრობს, რეგიონში არსებული პოლიტიკურ ვითარებაზეც და აღნიშნავს, რომ დღეს, როცა ომის საფრთხე განეიტრალებულია, მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, ყურადღება უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები აშშ-სა და ევროკავშირთან არ დაზიანდეს.

"გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს მიზანი დღესაც აქტუალურია - მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი გადალახა", - ამბობს ივანიშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა