თეგებით ძიება

ნაკლებად საინტერესოა, რას იტყვის ზურაბიშვილი ადამიანს ორი სამშობლო აქვს – სოზარ სუბარი

"ქართული ოცნების" ყოფილმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა საქართველოს პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მას 2 სამშობლო აქვს.

"ზურაბიშვილზე მინდა ვთქვა – როცა ადამიანს 2 სამშობლო აქვს, როგორც ჩანს, კაცმა არ იცის, რომელი უფრო ტკივა და ტკივა თუ არა ის სამშობლო, რომელიც მისთვის მეორე სამშობლოა და სადაც ის არ დაბადებულა და რომლის კულტურაც ეტყობა, ბოლომდე მაინც ვერ გაითავისა. კაცმა არ იცის, ის რა თამაშს თამაშობს და ვის თამაშს თამაშობს. ეს არის ყველაზე სამწუხარო, ყველაზე მეტად რაზეც მწყდება გული მის მიმართ. რა თქმა უნდა, ჩვენ მაშინაც ვიცოდით, რომ თავისი შთამომავლობისა და გვარისშვილობის მიუხედავად, ის სხვა კულტურაში იყო გაზრდილი. მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ის იყო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნიდან და ევროკავშირიდან წამოსული ადამიანი, ვფიქრობდით, რომ დიახ, ჩვენი ინტერესები იმდენად ემთხვეოდა ერთმანეთს, რომ ეს ორი სამშობლო ხელს არ შეუშლიდა იმაში, რომ საქართველოს ინტერესებისთვის ემსახურა. მაგრამ როგორც კი პირველი, გარკვეულწილად წინააღმდეგობა შეიძლება გაჩენილიყო, იქ მან სხვა თამაში აირჩია. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს ომში ჩართვის მცდელობები იყო, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ თამაშის ნაწილი გახდა. რა განცხადებებსაც ის აკეთებს, ქვეყნის ინტერესებში არ შედის", – განაცხადა სუბარმა "იმედის" ეთერში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა