თეგებით ძიება

გურამ მაჭარაშვილი ფრაქცია "ქართულ ოცნებას" ტოვებს

გურამ მაჭარაშვილი ფრაქცია "ქართულ ოცნებას" ტოვებს. როგორც დეპუტატი განმარტავს, პარტიის პოლიტიკასთან და იდეებთან შეუთავსებლობა არ აქვს.

მისი თქმით, სრულად იზიარებს "ქართული ოცნების" რიტორიკას, თუმცა საჭიროდ მიიჩნევს, საქმიანობა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება, როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატმა გააგრძელოს, რადგან არ სურს გუნდს უხერხულობა შეუქმნას.

როგორც მან აღნიშნა, "ქართული ოცნებიდან" წასულ სამ დეპუტატს, დიმიტრი ხუნდაძეს, სოზარ სუბარსა და მიხეილ ყაველაშვილს შეუერთდება.

შესაბამისად, გურამ მაჭარაშვილი ტოვებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობასაც.

„მსოფლიოში რთული პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს, საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი, ქვეყანაში არსებობს გამოწვევები, განსაკუთრებით მას შემდგომ რაც ბიძინა ივანიშვილის წერილი გამოქვეყნდა და საზოგადოებაშიც ჰქონდა ადეკვატური რეაგირება, დავრწმუნდი იმაში, რომ სწორია ის პოლიტიკა, რასაც ჰქვია საზოგადოებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება.

ჩემი დღევანდელი პოზიცია, რასაც ჰქვია ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრობა, შეიძლება იყოს დამაბრკოლებელი ფაქტორი, რომ საჭირო ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას. გუნდის წევრებს რომ უხერხულობა არ შეექმნას პოლიტიკური კონინუქტურის გამო, მივიჩნიე საჭიროდ, რომ დავტოვო ფრაქცია და კოლეგებთან ერთად საჭირო ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას", - განაცხადა მაჭარაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა