თეგებით ძიება

"ქართული ოცნებიდან" წასულებმა მოძრაობა დააფუძნეს

"ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატებმა საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება დააანონსეს.

მათი თქმით, მოძრაობის მთავარი მიზანი საზოგადოებისთვის სიმართლის თქმა იქნება.

სოზარ სუბარის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდე იმისთვის, რომ ომის საფრთხე თავიდან იქნას აცილებული.

"საზოგადოებას მეტი სიმართლე უნდა მივაწოდოთ", - განაცხადა ზუბარმა.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელმა წერილმა "ყველაფერს ფარდა ახადა".

"საფრთხეები არის რეალური და საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად. ამიტომ საზოგადოებრივი მოძრაობა იქმნება", - ამბობს ის.

შეგახსენებთ, სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა "ქართული ოცნება" 28 ივნისს დატოვეს. დღეს, 28 ივლისს კი მათ რიგებს გურამ მაჭარაშვილიც შეუერთდა.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა 27 ივლისს გავრცელებულ წერილში დაწერა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 21 მარტს, საქართველოში აშშ-ის ელჩთან შეხვედრა ჰქონდა, რომლის ინიციატორიც კელი დეგნანი იყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა