თეგებით ძიება

რუსული კომპანია რაბათის ციხეში „ფორტ ბოიარდის“ ანალოგს - „ფორტ რაბათს“ აწყობს

რუსული კომპანია „ქვევრი-ივენთი“, რომელიც საქართველოშია დაფუძნებული, რაბათის ციხეში „ფორტ ბოიარდის“ ანალოგს - „ფორტ რაბათს“ აწყობს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ორგანიზატორებმა გაავრცელეს.

როგორც ირკვევა, ღონისძიებაში მონაწილეობას მიღება შეეძლებათ, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ისე ადგილობრივებს.

„ქვევრ-ივენთის“ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ისიც ირკვევა, რომ თამაშის მიმდინარეობისას რაბათის ციხე ტურისტებისთვის და მომნახველებისთვის დაკეტილი იქნება.

„რაბათის განძის“ ჩატარება სექტემბრის ბოლომდე იგეგმება. თამაში 3 საათს გაგრძელდება და მასში მონაწილეობის მსურველები 275 დოლარს გადაიხდიან.

თამაშის წამყვანი დუტა სხირტლაძეა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა