თეგებით ძიება

შემოგდებული ვერსია, თითქოს სააკაშვილი პოლიტიკიდან სამუდამოდ წასვლას აპირებს, ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ როგორმე ამ ქვეყნიდან გააღწიოს - ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის, ვალერი გელბახიანის განცხადებას, რომლის თანახმად მიხეილ სააკაშვილი არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობიდან“, არამედ ქართული პოლიტიკიდან აპირებს წასვლას.

"სააკაშვილმა, მისმა ოჯახმა და ადვოკატებმა (ჯერჯერობით მხოლოდ ერთმა) დაიწყეს ვირეშმაკული მანევრების მორიგი სერია, რათა როგორმე მიშა გაათავისუფლონ და საქართველოდან გაიყვანონ. ამ მანევრებში ჯდება სააკაშვილის ყასიდი პროტესტი ნაცტელეარხის ჟურნალისტისადმი, გია კობახიძეს რომ სახლში მიუვარდა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს შემოგდებული ვერსია, რომ თითქოს სააკაშვილი პოლიტიკიდან სამუდამოდ წასვლას აპირებს და ის მიშა აღარ არის და ა.შ. ემსახურება, როგორც აღვნიშნე ერთადერთ მიზანს - როგორმე ამ ქვეყნიდან გააღწიოს. მერე იქ ფრთებს დაიბერტყავს, მოსულიერდება და იგივეს დაუბრუნდება. ვერ გახდება მიშა სხვანაირი და არც მისცემენ ამის საშუალებას“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა