თეგებით ძიება

"ახლა საიტზე შემოდის იურიდიული ძალის მქონე ხელით გადათვლილი ოქმები" - ცესკოს განმარტება

"ახლა საიტზე შემოდის იურიდიული ძალის მქონე ხელით გადათვლილი ოქმები", - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს და ცესკოს საიტზე განთავსებული მონაცემების ცვლილებებს ეხმაურება. 

"ცალსახად მინდა განვმარტო, რომ ამ ოქმების შედეგები ჩვენი რეზულტატების ვებგვერდზე არის ცალკე. ხოლო მათ, ვისაც აინტერესებს ელექტრონული არჩევნების შედეგები, რომელიც გამოცხადდა რეკორდულად სწრაფ დროში, საათსა და ორმოც წუთში, ელექტრონულ არჩევნების ბანერზე იქვე ღილაკის მიჭერით, თქვენ ნახავთ ზუსტად იმ შედეგს, რომელიც გამოცხადდა ელექტრონული მანქანების დათვლის შედეგის მიხედვით. ასე რომ, იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ განვამარტოთ და თავიდან ავირიდოთ ყოველგვარი სპეკულაცია რეზულტატების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, ახლა ვებგვერდზე შემოდის იურიდიული ძალის მქონე, ხელით დათვლილი შემაჯამებელი ოქმები. ხოლო რაც შეეხება ელექტრონული არჩევნების შედეგებს, იმავე გვერდზე ღილაკზე "ელექტრონული არჩევნები" ხელის დაჭერით თქვენ ნახავთ ელექტრონული არჩევნების შედეგებს. შესაბამისად, ყოველგვარი გამჭვირვალობის დაცვით, ყველაზე მაღალი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ორივე შედეგი არის ხელმისაწვდომი დაინტერესებული მხარისთვის. შეგახსენებთ იმასაც, რომ ეს ოქმები ასევე ატვირთულია ვებ-გვერდზე", - განაცხადა ცესკოს წარმომადგენელმა ბრიფინგზე. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა