თეგებით ძიება

"ეს უსამშობლო რამ ამოარწყია დედამიწაზე" - თამარ ჩერგოლეიშვილი ირკალი ღარიბაშვილს

ჟურნალი „ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეშვილი პრემიერ ღარიბაშვილის ბიჭვინთის, რუსეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.


"დავით გარეჯზე უნდა ატეხო აჟიოტაჟი - აზერბაიჯანია ოკუპანტი და უდანაშაულო კარტოგრაფები დაიჭირო ვინმე რუსი ხიდაშელის რუკით. ეს უსამშობლო რამ ამოარწყია დედამიწაზე", - წერს "ტაბულას“ დამფუძნებელი.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


"არათუ ბიჭვინთა, არამედ აფხაზეთი და სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი არის დროებით ოკუპირებული რუსეთის მხრიდან. მოვუწოდებდი ჩვენს პოლიტიკოსებს, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი არ ავტეხოთ, სწორედ მათი უგუნური მოქმედებების შედეგია, რომ კოდორის ხეობა დავკარგეთ, რომელსაც არავითარი შემხებლობა არ ჰქონდა ამ კონფლიქტთან და 100-ზე მეტი სოფელი. ჩვენ ჩვენი გონივრული პოლიტიკით ვაკეთებთ იმას, რომ ქვეყანაში შენარჩუნებულია სიმშვიდე და სტაბილურობა, ჩვენ ასეთივე გონივრული პოლიტიკით ჩვენს ქვეყანას გავაერთიანებთ", - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა