თეგებით ძიება
01. 08. 2022 მსოფლიო

"უახლოეს დღეებში ყველაზე დიდი პოლიტიკური ბრძოლა გველის" - სერბეთის პრეზიდენტი

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა კოსოვოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა.

"მჯერა, კარგი ამბები გვექნება. ვიმედოვნებ, რომ ხვალ იქნება დეესკალაცია და ჩვენ მივაღწევთ მშვიდობას ახალი კომპრომისული გადაწყვეტილებებით. ალბათ, უახლოეს დღეებში ყველაზე დიდი პოლიტიკური ბრძოლა გველის. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ, ვინც მხარი დაუჭირა სერბეთს, მათაც, ვინც იყო მართალი და გამოთქვა სწორი შეხედულება. ძალისხმევა იხარჯება დაძაბულობის დასამშვიდებლად. რაც არ უნდა რთული ვითარება იყოს, სერბეთი არ დანებდება და გაიმარჯვებს“, - განაცხადა ვუჩიჩმა.

ცნობისთვის, სერბეთსა და კოსოვოს შორის გამყოფ ხაზზე სროლისა და განგაშის სიგნალის ხმა ისმოდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა