თეგებით ძიება

სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა - რა ინფორმაციას ავრცელებს ადვოკატი?

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

როგორც ადვოკატმა კლინიკა "ვივამედის" დატოვების შემდეგ განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე ქართულ პოლიტიკაზე საერთოდ არ უსაუბრიათ.

"მდგომარეობა კიდევ დამძიმებულია, გუშინ 4 საათის შემდეგ დამძიმდა, დღეს კიდევ უფრო მძიმედაა. ძირითადად ვისაუბრეთ პროცესის დაჩქარებაზე, ითხოვა, რომ თუ შესაძლებელია, რომ პროცესი დაჩქარდესო. სხვა თემებზე არ გვისაუბრია, რადგან მეეჭვება, რომ რამეს უყურებდეს, უყურებს მხოლოდ უკრაინულ არხს"- აცხადებს ხაჭაპურიძე.

ადვოკატი კიდევ ერთხელ მოუწოდებს, მათ ვისაც მიხეილ სააკაშვილის მიერ ქართული პოლიტიკისგან დისტანცირებაზე კითხვები აქვთ, თავად მოინახულონ პრეზიდენტი.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა