თეგებით ძიება
02. 08. 2022 მსოფლიო

ყირიმის ანექსიაზე რეაქცია სუსტი და არასაკმარისად პრინციპული იყო - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე რეაქცია სუსტი და არასაკმარისად პრინციპული იყო.

"გასულ წელს ჩვენ შევქმენით ყირიმის პლატფორმა და ვავითარებთ ამ ფორმატს, რუსეთის ყველა მუქარისა და საგრძნობი დიპლომატიური წინააღმდეგობის მიუხედავად. წლების განმავლობაში ოკუპაციის შედეგად, რუსეთმა ყირიმი დიდ სამხედრო საპატიმრო ბანაკად აქცია და მისი მსხვერპლი ათობით ათასი ადამიანი გახდა.

ყირიმი იქცა პლაცდარმად ჩვენი ქვეყნის თავისუფალ ტერიტორიაზე დარტყმებისთვის. ყირიმის ოკუპაციაზე 2014 წელს და შემდგომ წლებში სუსტი და არასაკმარისად პრინციპული პოზიცია გახდა ერთ-ერთი წინაპირობა იმისა, რომ რუსეთის აგრესია ამ მასშტაბებამდე გაიზარდა. ეტაპობრივად აღვადგენთ სამართლიანობას ჩვენს ყირიმთან მიმართებითაც“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა