თეგებით ძიება
02. 08. 2022 მსოფლიო

"ბრიუსელი ჩვენი ბოსი არ არის“ - რას წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი?

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ევროკავშირი ბრიუსელში არ არის, ევროკავშირი ვენაში, ბუდაპეშტსა და ვარშავაში, ბერლინსა და მადრიდშია.

"არ მინდა სხვა ევროპელებთან არევა, მაგრამ მსურს, ჩვენი შეხედულებები დავამატო საერთო ევროპულ გადაწყვეტილებას. ამიტომაც ვმონაწილეობთ ყველა გადაწყვეტილებაში, ყოველთვის ვამბობთ ჩვენს აზრს. თუ გაჩნდება პოზიცია, რომელსაც არ ვეთანხმებით, ამის შესახებ განვაცხადებთ.

ბრიუსელი ჩვენი ბოსი არ არის, ჩვენ დამოუკიდებელ, სუვერენული უნგრელი ერი ვართ. ჩვენ ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. თუ ისინი ჩვენთვის არ არის კარგი, ჩვენ მათ ვეტყვით. თუ ისინი არ არიან კარგი და ჩვენ შეგვიძლია მათი პრევენცია, საერთო გადაწყვეტილება არ მიიღება“, - წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა