საბერძნეთში ორი ქართველი ქურდობისთვის დააკავეს
საბერძნეთში ორი ქართველი ქურდობისთვის დააკავეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, 37 წლის და 38 წლის ორი მამაკაცი, კალამატაში ორ სახლში შეიჭრა, საიდანაც ნაღდი ფული, ოქრო და ელექტრონული მოწყობილობები წაიღეს, რომელთა ღირებულება 23 000 ევროს აღემატებოდა.
როგორც მედია წერს, ქართველები რეგიონში სახლების გასაქურდად ნაქირავები მანქანით გადაადგილდებოდნენ.