თეგებით ძიება

"საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთთან დაახლოების მცდელობა კიდევ უფრო დიდ ტერიტორიულ დანაკარგებს გამოიწვევს" - რას წერს არახამია?

უკრაინის "ფრაქცია ხალხის მსახურის" თავმჯდომარე, დავით არახამია რუსეთის ექსპრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის პოსტს ეხამურება.

"როგორც უკვე ვთქვი, რუსებთან მეგობრობა არ იძლევა სუვერენიტეტის შენარჩუნების გარანტიას, ამის დანახვა ბელარუსის მაგალითზე შეგვიძლია.

საქართველოს მცდელობა, დაუახლოვდეს აგრესორს, კიდევ უფრო დიდ ტერიტორიულ დანაკარგებს გამოიწვევს, მაგრამ თბილისის პრორუსულ ხელისუფლებას ეს ჯერ კიდევ არ ესმის.

რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის, რომელიც ბიზნესის კეთებას სანქციების გვერდის ავლით აგრძელებს, და საქართველოს ხელისუფლების, რომელიც აგრესორთან ერთად მოქმედებს, პოლიტიკა მხოლოდ იმას გამოიწვევს, რომ შემდეგი საქართველო იქნება, მოსკოვში კი ამას აღარ მალავენ.

ამიტომ დეოლიგარქიზაცია ქართველი ხალხის ნომერ პირველი მიზანი უნდა გახდეს. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა ევროპაში შესასვლელად და არა რუსი აგრესორის ხელში აღმოსაჩენად“, - წერს არახამია „ტელეგრამზე“.


შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში 2 აგვისტოს გაჩნდა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის პოსტი, სადაც ის წერდა, რომ საქართველო შეიძლება მხოლოდ რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანდეს. მოგვიანებით პოსტი წაიშალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა