თეგებით ძიება
02. 08. 2022 მსოფლიო

რუსეთის მოქალაქეების 35% თვლის, რომ მზე დედამიწის გარშემო ბრუნავს

რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის (ВЦИОМ) აქვეყნებს კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც რუსეთის მოქალაქეების მესამედს (35%) სჯერა, რომ მზე დედამიწის ირგვლივ ტრიალებს.

გამოკითხულთა 35%-მა თქვა, რომ მზე დედამიწის გარშემო ბრუნავს, სწორი პასუხი კი გამოკითხულთა 61%-მა გასცა.

რაც შეეხება შეკითხვას, მართალია თუ არა, რომ დედამიწა მზის გარშემო სრულ ბრუნვას ერთ თვეში აკეთებს, სწორად 69%-მა უპასუხა, 12% მოსაზრებას ეთანხმება, 19%-ს კი პასუხის გაცემა უჭირს.

გამოკითხვა ტელეფონით 2022 წლის 9 ივლისს ჩატარდა, სულ გამოიკითხა 1600 18-ს გადაცილებული რუსეთის მოქალაქე. მონაცემები შეწონილია სოციალურ-დემოგრაფიული პარამეტრების მიხედვით. ზღვრული შეცდომა 95%-იანი ალბათობით არ აღემატება 2,5%-ს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა