თეგებით ძიება

არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ ადამიანი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე, ვერ ფიქრობდეს პოლიტიკაზე - ნიკა მელია სააკაშვილზე

"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ გასაკვირი არაა ექსპრეზიდენტი სააკაშვილი, თავისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ვერ ფიქრობდეს პოლიტიკაზე.

"ვინაიდან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე, არც ის უნდა იყოს გასაკვირი, რომ ადამიანი, რომელიც ამ ჯანმრთელობის მდგომარეობის ქვეშ არის, არ ფიქრობდეს და ვერ ფიქრობდეს პოლიტიკაზე; ეს არ არის გასაკვირი. გასაკვირი ის უფრო არის, თუ ჩვენ გვიკვირს, რატომ შეიძლება მის ადვოკატებს, მას პირადად სურდეთ საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენა. ამიტომ, თავიდან ბოლომდე მივესალმები, ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენას, რისთვისაც ყველაფერი კეთდება მისი ადვოკატების მხრიდან. სხვა საკითხია, ეს ვერაგი ხელისუფლება, რომელმაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ კონდიციამდე მიიყვანა, არის მზად, რომ გამოიჩინოს ჰუმანურობა?“ - განაცხადა მელიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა