თეგებით ძიება
02. 08. 2022 მსოფლიო

“პუტინი მთელ უკრაინას დაიპყრობს” - რას ამბობს დონალდ ტრამპი?

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა The Clay Travis & Buck Sexton Show პოდკასტზე განაცხადა, რომ უტინი მთელ უკრაინას დაიპყრობს.

"მათ (უკრაინელებს) შეეძლოთ ყირიმის დათმობა. მათ შეუძლიათ ნატო-სთან დაკავშირებით რაიმეს გაკეთება, მაგალითად, თქვან, რომ “კარგი, ჩვენ არ ვაპირებთ ნატო-ში გაწევრიანებას” და ექნებათ ქვეყანა. ვფიქრობ, პუტინს გარიგება უნდა“

ტრამპს არ სჯერა, რომ პუტინი „ოდესღაც აპირებდა“ უკრაინასთან ომის დაწყებას, მაგრამ “რადგან დაიწყო, უკრაინის მთელ ტერიტორიას დაიკავებს და ძალიან, ძალიან სამწუხაროა იმის დანახვა, რა მოუვიდა უკრაინას“, – თქვა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა