თეგებით ძიება

"ლელო“ რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას ითხოვს

პარტია “ლელო საქართველოსთვის” საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს. "ლელო" ხელისუფლებას მოწუოდებს, რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების სავიზო რეჟიმი დაწესდეს. ამის შესახებ პარტია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "TIA.GE" უცვლელად გთავაზობთ:

„ლელო“ უკრაინის კონფლიქტის დაწყების დღიდან ითხოვს სავიზო რეჟიმის გამკაცრებას რუსეთის ფედერაციასთან.

განსაკუთრებით მწვავედ დგას ეს საკითხი დღეს, მას შემდეგ, რაც დრამატულად გაიზარდა რუსეთის ფედერაციიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა.

ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთა ნაკადი ყოველგვარ კონტროლს მიღმაა. შესაბამისი სტრუქტურები არ და ვერ აკონტროლებენ ოკუპანტი ქვეყნიდან ჩვენს ტერიტორიაზე შემოსულ მოქალაქეებს, ქვეყანა დაუცველია იმ გამოწვევებისა და არსებული საფრთხეების წინაშე, რომელიც კრიტიკულად გაიზარდა უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე.

აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის კონგრესმა რუსეთი პირდაპირ დაასახელა, როგორც საქართველოში ტერორიზმის დამფინანსებელი სახელმწიფო.

არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, უნდა იქნეს მიღებული დროებითი ზომები, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოს ტერიტორიაზე შემომსვლელთა ნაკადის კონტროლი.

შემოღებული იქნეს სავიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის მოქალაქეებისთვის (უკრაინასთან საომარ მოქმედებებში მყოფი ქვეყნების მოქალაქეები);

დადგინდეს ტურისტული ვიზების ვადა 30 დღემდე (ვიზები გაიცეს პირდაპირ საზღვარზე ან/და ონლაინ);

30 დღეზე მეტი დარჩენის მსურველთათვის მოხდეს ვიზების გაცემა, ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით შედგენილი პროცედურებით”, – ნათქვამია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა