თეგებით ძიება

შს მინისტრმა გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული მფრინავები და მაშველები I ხარისხის მედლით დააჯილდოვა

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული 4 მფრინავი და 2 მაშველი I ხარისხის მედლით - "განსაკუთრებული დამსახურებისათვის" დაჯილდოვდნენ.

ცნობისთვის, სამაშველო ვერტმფრენი, რომელიც გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების დახმარებას ცდილობდა, 29 ივლისს ჩამოვარდა და აფეთქდა. ავიაკატასტროფის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა. ასევე დაიღუპა ერთი პარაპლანისტი.

ტრაგიკულად დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების სამოქალაქო პანაშვიდი დღეს, სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა