თეგებით ძიება
02. 08. 2022 მსოფლიო

ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტი აშშ-ის მხრიდან სერიოზული პროვოკაციაა - რა განცხადებას ავრცელებს ჩინეთის საგარეო უწყება?

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტს გამოეხმაურა და მას აშშ-ის მხრიდან სერიოზული პოლიტიკური პროვოკაცია უწოდა.

„ჩინეთი აუცილებლად მიიღებს ყველა საჭირო ზომას საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე დაცვისთვის ნენსი პელოსის ვიზიტის საპასუხოდ. ეს ვიზიტი აშშ-ის მხრიდან სერიოზული პოლიტიკური პროვოკაცია. ამ ვიზიტის ყველა შესაძლო შედეგზე პასუხისმგებლობა ეკისრება ამერიკულ მხარეს და „ტაივანის დამოუკიდებლობის“ სეპარატისტულ ძალებს. მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთია, ტაივანი ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა არის ერთადერთი კანონიერი მთავრობა, რომელიც წარმოადგენს მთელ ჩინეთს“, - აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, აშშ-ჩინეთს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტის შესახებ გახდა ცნობილი. 19 ივლისს პეკინმა განაცხადა, რომ თუ პელოსი ტაივანს ესტუმრება, იგი შესაბამის ზომებს მიიღებს, რადგან ასეთი ვიზიტი „სერიოზულად შელახავს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“. მიუხედავად ამისა, პელოსი ტაივანში მაინც ჩავიდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა