თეგებით ძიება

„მე არ ვიცი, რა გათვლა აქვს აშშ-ს ტაივანის კრიზისთან დაკავშირებით, მაგრამ შესაძლო რისკები უკვე სახეზეა...“ - გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი ტაივანის კრიზისთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და შესაძლო რისკებზე საუბრობს.


„მე არ ვიცი, რა გათვლა აქვს აშშ-ს ტაივანის კრიზისთან დაკავშირებით, მაგრამ შესაძლო რისკები უკვე სახეზეა:

1. კიდევ უფრო აშკარა ხდება რუსეთ-ჩინეთის უაღრესად სახიფათო ტანდემის ფორმირება.

2. დღემდე მთელი დასავლეთი კონცენტრირებული იყო უკრაინაზე. ახლა, თუნდაც დროებით, მოხდება რესურსების გადანაწილება, რაც უკრაინაში მიმდინარე ომისთვის შესაძლოა პრობლემატური გახდეს.

თუ მაინც და მაინც ლოგიკა გვინდა ვიპოვოთ ამ მოვლენებში, ის შეიძლება ასე გამოიყურებოდეს - აშშ-მ საბოლოოდ გადაწყვიტა სიცხადე შეიტანოს სამყაროში და ფრონტის ხაზი გაატაროს დემოკრატიებსა და ავტოკრატიებს შორის.

ნეტა, ჩვენ ფრონტის რომელ მხარეს აღმოვჩნდებით?!…“ - წერს გია ხუხაშვილი.

მე არ ვიცი, რა გათვლა აქვს აშშ-ს ტაივანის კრიზისთან დაკავშირებით, მაგრამ შესაძლო რისკები უკვე სახეზეა:

1. კიდევ უფრო...Posted by Gia Khukhashvili on Tuesday, 2 August 2022




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა