თეგებით ძიება

პატრიარქს ვუთხარი გისმენენ-თქო, მან მიპასუხა - ნეტა მისმენდნენო - ნინო ბურჯანაძე

პარტია “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პატრიარქთან საუბარი გაიხსენა.

“მე არ მინდა ოპოზიციის ოპოზიცია ვიყო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიციის ნებისმიერი შეცდომა, მეც მირტყამს, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლს, იძულებული ვარ, რაღაცეები ვთქვა.ერთხელ მახსოვს, პატრიარქს ვუთხარი გისმენენ-მეთქი და ნეტა მისმენდნენო, მიპასუხა. ანუ, თუ ვინმე შეისმენს ჩემს ნათქვამს, კარგი იქნებაო. იგივეს ვიტყოდი მეც, აქ არის მარტივად საქმე, ეს 12 პუნქტი არის ხელისუფლების შესაქმნელი, ახლა ცალკე დარბაზში რომ დაჯდა ოპოზიცია, ანუ არა მარტო ჭკვიანი სახეებით, არამედ მართლა მონდომებულები მუშობენ, თუ ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა, შედეგი რა იქნება? _ ნული. ვის ვატყუებთ? _ საკუთარ თავს. თუ გადაწყვიტეს, რომ მაინც და მაინც თავი დაისაჯონ და 40 გრადუსიან სიცხეში პარლამენტში ისხდნენ, როცა იციან, რომ შედეგი არ იქნება, ისხდნენ, მაგრამ მე ვეუბნები, შედეგი არ იქნება”_ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა