თეგებით ძიება

ყოველთვის ვიყავი და ვიქნები რუსეთთან მოლაპარაკებების მომხრე - ნინო ბურჯანაძე

პარტია “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ყოველთვის იყო და იქნება რუსეთთან მოლაპარაკებების მომხრე. ამის შესახებ განცხადება პოლიტიკოსმა „პალიტრანიუსის“ ეთერში გააკეთა.

“არასოდეს ვყოფილვარ ანტიდასავლური და არც პრორუსული. დიახ, ყოველთვის ვიყავი რუსეთთან მოლაპარაკებების მომხრე და აწიც ვიქნები, გინდა არ გინდა უნდა ელაპარაკო იმიტომ, რომ ამაზე დღეს დასავლეთიც ლაპარაკობს. შეიძლება ჩემი სიტყვებისთვის ვღაცას კუდი გამოება, მაგრამ რეალურად ჩემი საქმეები ყოველთვის იყო ქვეყნის სუვერენიტეტის, დასავლური ორიენტაციისადმი მიძღვნილი”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა