თეგებით ძიება

დავაფუძნეთ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ხალხის ძალა“ - მიხეილ ყაველაშვილი

პარლამენტის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ დააფუძნეს საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ხალხის ძალა“.

ყაველაშვილის თქმით, აუცილებელი იყო საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ამიტომ იქნა მათი მხრიდან გადაწყვეტილება ეს მიღებული.

,,ჩვენს ლიდერებს ვუთხარით, რომ აუცილებელია, საზოგადოებამ იცოდეს სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ჩვენს ირგვლივ. ჩვენ ვეღარ დაველოდებოდით მოვლენების განვითარებას, თუ რა შეიძლება მომხდარიყო მომავალში. ამიტომ, პირდაპირ ვეცდებით, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია. საშიშროება ნამდვილად დიდი იყო, რომ საქართველო ჩართულიყო ომში. ამაზე არაერთხელ გვისაუბრია მედიასთან და აქედან გამომდინარე, რადგან ახლა, შედარებით ჩაცხრა საფრთხე, ჩვენ ვთქვით, რომ აუცილებელია ჩვენმა საზოგადოებამ სრულყოფილად იცოდეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება კულუარებში. კვლავ რა ზეწოლები შეიძლება განხორციელდეს ჩვენს ხელისუფლებაზე. სუვერენული სახელმწიფოში არის შესაძლებლობა იმის, რომ გადაწყვეტილებებს იღებდეს ხალხი. ამიტომ, მთავარია ის მაქსიმალური ინფორმაცია შეძლებისდაგვარად, რაც ჩვენ გვექნება, პირდაპირ გავაცნოთ საზოგადოებას,’’ - განაცხადა ყაველაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა