თეგებით ძიება

"შესაძლოა, პოლიტიკურ პარტიად გარდავიქმნათ" - რა გეგმები აქვთ "ოცნებიდან" წასულებს?

“ქართული ოცნების” ყოფილმა დეპუტატებმა, სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა, დიმიტრი ხუნდაძემ და გურამ მაჭარაშვილმა საზოგადოებრივი მოძრაობა – “ხალხის ძალა” დააფუძნეს. მიხეილ ყაველაშვილი წერს, ხალხი უნდა იყოს სრულად ინფორმირებული იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც პოლიტიკის კულისებში ვითარდება.

"ინფორმაციის ნაკლებობის პირობებში, საზოგადოება შეიძლება დარჩეს დაუცველი იმ საფრთხეების წინაშე, რომლებიც საქართველოში მშვიდობას და ქვეყნის დამოუკიდებლობას ემუქრება.

საჭიროების შემთხვევაში, თუ დავინახავთ, რომ ხელისუფლება ომთან დაკავშირებულ წნეხს ვეღარ უძლებს, არ გამოვრიცხავთ, საზოგადოებრივი მოძრაობა პოლიტიკურ პარტიადაც გარდავქმნათ.

„ხალხის ძალა“ დაფუძნდება როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალულ ჩვენს თანამოქალაქეებს, ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტარებს, საკრებულოს წევრებს და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს გააერთიანებს. მისი უმთავრესი მიზანი იქნება საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ხალხი არის უმაღლესი სუვერენი სახელმწიფოში, ინფორმირებული საზოგადოება კი არის აუცილებელი პირობა იმისა, რომ ხალხმა საკუთარი ძალაუფლება სათანადოდ განახორციელოს და ქვეყანა საშინაო თუ საგარეო საფრთხეებისგან დაიცვას”, - წერს ყაველაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა