თეგებით ძიება

"რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ, დღესვე მასშტაბური მიტინგი მოაწყონ და მერე რუსეთის ხელისუფლებამ თქვას, რომ ისინი უნდა დაიცვას" - ლევან ხაბეიშვილი

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით უნდა არსებობდეს რეგულაცია, რომელიც რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლას დაარეგულირებს.

"რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ დღესვე დიდი, მასშტაბური მიტინგი მოაწყონ დედაქალაქის ცენტრში და მერე რუსეთის ხელისუფლებამ თქვას, რომ აი, ჩვენი მოქალაქეები, ჩვენ ისინი უნდა დაიცავთ. ამას ჰქვია დივერსანტები. ტურისტების არიან თუ დივერსანტები, ვინმე ამოწმებს მათ პოლიტიკურ შეხედულებას, მათ საქმიანობას? ხომ არავინ არაფერს არ ეკითხება. მეტიც, ვნახეთ სატელევიზიო გამოკითხვა, სადაც ამბობენ ისინი, რომ აფხაზეთი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო. საჭიროა რეგულაცია, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ასეთი მასშტაბური შემოდინება არ იყოს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა