თეგებით ძიება

მგონია, რომ ამომრჩევლის წართმევის თვალსაზრისით, პრობლემა არ გვაქვს - კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ერთგული ამომრჩეველი, ვინც იზიარებს მშვიდობის პოლიტიკას. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილისა და გურამ მაჭარაშვილის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

კალაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს - ხომ არ წაართმევს ეს საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლებს, რადგან არ არის გამორიცხული, რომ პოლიტიკურ პარტიადაც გარდაიქმნას.

​„ყველა ადამიანი, ყველა პოლიტიკოსი თავად იღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორ უნდა იმოქმედეს, რა უნდა გააკეთოს ამა თუ იმ ეტაპზე. შესაბამისად, გამიჭირდება საუბარი მათ გადაწყვეტილებაზე. რაც შეეხება ჩვენს მხარდამჭერებს, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ერთგული ამომრჩეველი, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი, ვინც იზიარებს ჩვენს პოლიტიკას, ვინც იზიარებს მშვიდობის პოლიტიკას, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს. შესაბამისად, მგონია, რომ ამომრჩევლის წართმევის თვალსაზრისით, „ქართულ ოცნებას“ პრობლემა არა აქვს.

გადაწყვეტილებას ამ დეპუტატებისგან მოჰყვა თავისი ახსნა-განმარტება, თუ რატომ გადადგეს ეს ნაბიჯი; ამას მოჰყვა ასევე ახსნა-განმარტება, გარკვეულ საკითხებში რატომ დაუჭერენ მხარს მმართველ გუნდს. შესაბამისად, ყველაფერი ცხადი და ნათელია ამ გადაწყვეტილებაში“, – განაცხადა კალაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა