თეგებით ძიება

„მოსმენების საქმეზე“ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაზარალებულად ცნობას ითხოვენ

„მოსმენების საქმეზე“ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაზარალებულად ცნობას ითხოვენ და პროკურატურას განცხადებით მიმართავენ.

"დღეს პროკურატურაში შევიდა განცხადება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაზარალებულად ცნობის შესახებ. ვიცოდით, რომ ყველას უსმენდნენ, მაგრამ 1 წლის წინ დადასტურებულად გამჟღავნდა ფაქტები, როდესაც ე.წ კრებსები გამოვიდა. მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ უკანონო მოსმენები ხორციელდებოდა. შემიძლია ვთქვა, რომ უსმენდნენ არა მარტო ჩვენს პოლიტიკურ ლიდერებს, არამედ სასულიერო პირებს და ასევე სრულიად საქართველოს. მათ ჰქონდა დრო ემოქმედათ კანონის შესაბამისად, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ეცნოთ დაზარალებულად, რაც არ გააკეთეს.მათ პროკურატურაში გამოკითხვისას დაადასტურეს, რომ ჩანაწერები იყო რეალური, მიუხედავად ამისა, ისინი დაზარალებულად არ უცვნიათ. ჩვენ დღეს შევიტანეთ მოთხოვნა დაზარალებულად ცნობის შესახებ და ვთხოვთ პროკურატურას დაუყოვნებლივ იმოქმედოს კანონის შესაბამისად. თუ პროკურატურა უმოკლეს დროში შესაბამის გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად. პროკურატურა იძულებულია მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ კანონი მას აიძულებდა დაზარალებულად ცნობას, პროკურატურას აქამდე ეს არ გაუკეთებია. ვნახოთ, როდესაც ჩვენი მოთხოვნა არის დაფიქსირებული, რა მოქმედებებს განახორციელებს. ჩვენი მოთხოვნაც არ იყო საჭირო ისე უნდა ეცნოთ დაზარალებულად“, - განუცხადა "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ადვოკატმა ლევან სამუშიამ "IPN.GE"-ს.

შეგახსენებთ, 2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელდა მასალები ე.წ. კრებსები, რომლითაც სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის შესახებ დაახლოებით 58 000-მდე ფაილი გავრცელდა. ე.წ. კრებსები ჟურნალისტების, რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, დიპლომატების და სხვა პირთა კერძო კომუნიკაციის და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებულ ინფორმაციას მოიცავს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა