თეგებით ძიება

"ოფიციალურად დადასტურდა, ჩინეთში ვირუსის აფეთქება...“ - რას წერს გიორგი ფხაკაძე?

პროფესორი, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ახალ hMPV ვირუსზე საუბრობს. 

"ოფიციალურად დადასტურდა: ჩენაეთში ვირუსის აფეთქება სახიფათო არ არის!

🇪🇺 ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრი (ECDC) ჩენაეთში არსებულ სიტუაციას აფასებს, როგორც სეზონურ ზრდას ჩვეულებრივი სასუნთქი ვირუსული ინფექციების და არა საფრთხეს ევროპის კავშირისა და ევროპის ეკონომიკური ზონის (EU/EEA) ქვეყნებისთვის (1).

ECDC აგრძელებს მონიტორინგს ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ ოფისთან (WHO/EURO) ერთად (2).

ჰუმანური მეტაპნევმოვირუსი (#hMPV) არის სეზონური პათოგენი, რომელიც ყველაზე მეტად აქტიურია გვიან ზამთარში და გაზაფხულზე. ის ხშირად ცირკულირებს სხვა სასუნთქი ვირუსების, მაგალითად, გრიპის (#influenza) და რესპირატორული სინციციალური ვირუსის (#RSV) გვერდით (3).

❌ ეს არ არის ახალი ვირუსი 🦠 და ის მსოფლიო მასშტაბით 🌍 ათწლეულებია არსებობს (4).

რეკომენდაციები:

✔️ მსუბუქი სიმპტომების მქონე პირებმა უნდა დარჩნენ სახლში და დაისვენონ, რათა არ მოხდეს სხვების ინფიცირება (5).

✔️ მაღალი რისკის ჯგუფში მყოფმა ან რთული / მძიმე სიმპტომების მქონე პირებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ სამედიცინო დახმარებას (5).

✔️ პირებმა, განსაკუთრებით ხალხმრავალ ან ცუდად განიავებულ სივრცეებში, უნდა გამოიყენონ პირბადე, დახველების / დაცემინების დროს დაიცვან ჰიგიენა ხელსახოცით ან მოხრილი იდაყვით, რეგულარულად დაიბანონ ხელები და მიიღონ რეკომენდებული ვაქცინები (#გრიპი, #COVID19, #RSV; hMPV-ს ვაქცინა არ არსებობს) ექიმის და ადგილობრივი საჯარო ჯანმრთელობის სამსახურის რჩევის შესაბამისად (5).

ჯანმრთელობა და სიფრთხილე ყველას!", - წერს გიორგი ფხაკაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა