თეგებით ძიება

იგეგმება თუ არა რუსეთთან უვიზო რეჟიმის გადახედვა? - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე?

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებისთვის ამოქმედებული უვიზო რეჟიმის გადახედვა რუსეთ-უკრაინის ომის გამო ირაციონალურია.

„ის სავიზო პოლიტიკა, რაც მოქმედებს რუსეთთან მიმართებით საქართველოში, ამოქმედდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, წინა ხელისუფლების პირობებში, და დღემდე ძალაშია ეს პოლიტიკა. იმ პოლიტიკის შეცვლა, რომელიც ამოქმედდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ამ ომის გამო არის უბრალოდ ირაციონალური. წინა ხელისუფლებამ ჩვენი ომის შემდეგ აამოქმედა ის სავიზო რეჟიმი, რომელიც მოქმედებს დღემდე“, — განუცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპოაცია განახორციელა და დღემდე აკონტროლებს ამ ტერიტორიებს. რუსი ოკუპანტები ყოველდღიურად ახორციელებენ ე.წ. მცოცავ ოკუპაციას და იტაცებენ ქართულ მიწებს. აფხაზეთში კი, კრემლი ბიჭვინთის სანაპირო ზოლის და რამდენიმე ჰექტარი ფართობი მიწის ანექსირებასაც ცდილობს.

ამასთან, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა მიმდინარე წლის თებერვალში და ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო, რასაც ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი შეეწირა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა