სავიზო რეჟიმი რომც დააწესო, ეს ხელუსფლება შემოუშვებს იმათ, ვინც არაა შემოსაშვები - ზურაბ ჯაფარიძე
"გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ რუსი და ბელორუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი რომც დაწესდეს, ხელისუფლება მაინც იმას შემოუშვებს ვინც შემოსაშვები არაა.
"განვითარების მექანიზმი არის, ნორმალური ხელისუფლების პირობებში, სავიზო რეჟიმი, რომლითაც "ბექგრაუნდ ჩეკს" აკეთებ და ამოწმებ, მაგრამ ამ ხელისუფლების პიროპობებში ამას შინაარსი არ აქვს. სავიჟო რეჟიმიც რომ დააწესო, ეს ხელისუფლება შემოუშვებს იმათ, ვინც შემოსაშვები არ არის და არ შემოუშვებს იმათ, ვინც შემოსაშვებია", - აცხადებს ჯაფარიძე.
ცნობისთვის, რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემორების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა, რომელსაც 10 000 ხელმოწერა აქვს.