თეგებით ძიება

ჩვენი მთავარი მიზანია, აცილებული იყოს ყველა საშიშროება იმის, რომ საქართველო ომში იყოს ჩართული - მიხეილ ყაველაშვილი

დამოუკიდებელმა დეპუტატის, მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, მიხეილ ყაველაშვილის თქმით, მათი მთავარი მიზანია, აცილებული იყოს ყველა საშიშროება იმის, რომ საქართველო ომში იყოს ჩართული და გადაწყვეტილებები მიიღებოდეს საქართველოს ხელისუფლების და მოსახლეობის უმრავლესობის თანხმობით.

„ვფიქრობთ უფრო ღია პროცესი უნდა წარიმართოს პოლიტიკოსებსა და საზოგადოებას შორის, საზოგადოება უფრო მეტად უნდა იყოს ინფორმირებული და ჩვენი მცდელობები ძირითადად ამას მოემსახურება. მთავარი მიზანია, როგორმე აცილებულ იქნას ყველა საშიშროება იმის, რომ როგორმე საქართველო ომში იყოს ჩართული და საქართველოში გადაწყვეტილებები მიიღებოდეს საქართველოს ხელისუფლების მიერ და ფართო კონსენსუსით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის თანხმობით და არ ხდებოდეს ამის კულუარებში რაიმე სახის ზეწოლების განხორციელება“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

ყაველაშვილის თქმით, 85% არის ის ციფრი, რომელიც მზად არის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ამიტომ, საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტი უნდა იყოს რა და როგორ განვითარდეს ამ ქვეყანაში.

„ჩვენი ყველა პარტნიორი, რომელსაც საკმაოდ დიდ პატივს ვცემთ გვინდა ერთხელ მივმართოთ, რომ სწორედ ამგვარი დამოკიდებულებებით ზიანდება ჩვენი ურთიერთობები. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ არაერთხელ დაამტკიცა და 85% ეს არის ციფრი, რომელიც მზად არის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ამაზე ყველა ვთანხმდებით და ეს ქვეყნები რომ იყვნენ ღია და სამართლიანი ჩვენთან დამოკიდებულებაში და ღირსეულად იყოს საქართველო წარმოდგენილი ევროკავშირში გვინდა, რომ პროცესი იყოს ღია და ერთად განვიხილავდეთ ამ პროცესს და არა ვიღაცის ინტერესის გამო. შეიძლება ვინმე ფიქრობდეს, რომ უკრაინას დაეხმარება საქართველოს ომში ჩართვა, ან საერთო პროცესს წინ წაადგება, მაგრამ ჩვენ სწორედ ეს გვინდა იყოს აღმოფხვრილი, პირდაპირ გვქონდეს ამაზე საუბარი და საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტი იყოს თუ რა და როგორ უნდა განვითარდეს ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ყაველაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა