თეგებით ძიება

უარი რუსეთს - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ „პარლამენტს“ უკან დაუბრუნა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის კრემილისთვის გადაცემის შეთანხმების მასალები

უარი რუსეთს - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატმა ე.წ. პარლამენტს უკან დაუბრუნა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების მასალები.

როგორც აფხაზური მედია წერს, აპარატმა დაადგინა, რომ დე ფაქტო პარლამენტის მოთხოვნა ფორმით არ შეესაბამება საკონსტიტუციო იურისდიქციის შესახებ აფხაზეთის ე.წ. კოდექსს.

ცნობისთვის, ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული "შეთანხმების" ე.წ. კონსტიტუციასთან შესაბამისობა უნდა შეემოწმებინა.

საუბარია ოკუპირებული ბიჭვინთის და მისი მიმდებარე 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთის რუსეთისთვის შესაძლო გადაცემაზე.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპოაცია განახორციელა და დღემდე აკონტროლებს ამ ტერიტორიებს. რუსი ოკუპანტები ყოველდღიურად ახორციელებენ ე.წ. მცოცავ ოკუპაციას და იტაცებენ ქართულ მიწებს. აფხაზეთში კი, კრემლი ბიჭვინთის სანაპირო ზოლის და რამდენიმე ჰექტარი ფართობი მიწის ანექსირებასაც ცდილობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა