თეგებით ძიება

ამოქმედდეს რუსეთთან დროებითი სავიზო რეჟიმი - "ლელო" ინიციატივით გამოდის

პარტია "ლელო" ინიციატივით გამოდის და დროებითი სავიზო რეჟიმის ამოქმედებას მოითხოვს რუსეთთან და იმ ქვეყნებთან, რომლებიც ჩართულები არიან სამხედრო აგრესიაში უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ.

გარდა ამისა, პარტიაში მოითხოვენ, შეიზღუდოს და გაკონტროლდეს საქართველოში რუსეთის მოქალქეებზე უძრავი ქონების მიყიდვის წესი.

"შეიზღუდოს და მაქსიმალურად გაკონტროლდეს საქართველოში მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის, ამასთანავე, ბინადრობის უფლების გაცემის საკითხი.
შეიზღუდოს და მაქსიმალურად გაკონტროლდეს ბიზნესის დარეგისტრირების პროცესი", - განაცხადა დღეს სპაციალურ პრიფინგზე "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, თებერვლის ბოლოდან, მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო, საქართველოში ათასობით რუსეთის მოქალაქე შემოვიდა. ისინი უძრავ ქონებას ყიდულობენ და საქართველოში თავიანთ ბიზნესებს არეგისტრირებენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა