თეგებით ძიება

ეს ქსენოფობიაა და ჩვენ მკაცრი პასუხი გვექნება - კობახიძე რუსებისთვის ვიზების დაწესებაზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პარტია "ლელოს" ინიციატივას ეხმაურება, რომლის თანახმად, რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი უნდა დაუწესდეთ.

"პირდაპირ ვიტყვი, ეს არის მიზანმიმართული, ქსენოფობიური კამპანია, რომელიც აბსოლუტურად სამარცხვინოა. ეს არავითარ ნორმებსა და სტანდარტებში არ ჯდება. ვინმეს თუ ევროპელობა უნდა, ისინი ამას ქსენოფობიით ვერ დაამტკიცებენ. შესაბამისად, საქართველოში ქსენოფობიის ადგილი არ არის. რაც შეეხება ტურიზმს. ტურიზმი ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა. ამ კუთხითაც უამრავი ყალბი ინფორმაცია ვრცელდება. მაგალითად, ერთ-ერთმა სატელევიზიო არხმა გამოაცხადა, რომ თითქოს, დღეს საქართველოში მყოფი რუსი ტურისტების რაოდენობა საქართველოს მოსახლეობის 10%-ია, რაც ტყუილია. მონაცემები რეალურად რომ ავიღოთ, 1%-იც არ იქნება. ჯამში, რაც შემოვიდა საქართველოში, თავის გასულებიანად, არის 242 000 ადამიანი. ეს არის ქსენოფობიური კამპანია, რომელიც მთლიანად სიცრუეზეა დაფუძნებული. შეგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აგვისტოს ომის შემდეგ შემოიღო. დღეს კი იგივე ადამიანები მოგვიწოდებენ, რომ ამაზე შეზღუდვები დავაწესოთ, სანქციები დავაწესოთ და ა.შ. ჩვეულებრივი ქსენოფობიაა და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ქსეონოფობიაზე მკაცი პასუხი გვექნება", - აცხადებს კობახიძე.

ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში რუსეთიდან (მოქალაქე, რეზიდენტი) 247 149 ვიზიტორი შემოვიდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა