თეგებით ძიება

"რუსეთი მხოლოდ მასზე გაცილებით სუსტებს ესხმის თავს..." - უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი საქართველოს აფრთხილებს

უკრაინის მეორე პრეზიდენტი, ლეონიდ კუჩმა, BBC-თან რუსეთის აგრესიის შესახებ საუბრობს და აცხადესბ, რომ რუსეთი მხოლოდ მასზე გაცილებით სუსტებს ესხმის თავს მაგალითად, როგორიც საქართველოა.


"როცა ჰიტლერი პოლონეთს დაესხა თავს, არავინ იცოდა, რომ ეს უკვე მეორე მსოფლიო ომი იყო. იმის მიხედვით როგორ მოიგერიებს უკრაინა აგრესიას, გამოჩნდება მესამე მსოფლიო ომის თავიდან აცილება იქნება შესაძლებელი თუ, ის უკვე მიმდინარეობს. თუ ჩვენ გავძლებთ პუტინი შორს ვერ წავა. ვშიშობ გაგრძელება იქნება, მაგრამ ჩვენ გავუძლებთ.... რუსეთის აგრესიის გეოგრაფიის გაფართოების შემთხვევაშიც, ვფიქრობ, საფრთხე არა იმდენად ლიეტუვას და პოლონეთს ემუქრება, რამდენადაც ნატოს არაწევრ ქვეყნებს. უკვე ჩვეულებად იქცა მინიშნებები მოლდოვასა და ჩრდილოეთ ყაზახეთზე, ახლა ასეთ კონტექსტში მოიხსენიება უკვე საქართველო. რუსეთი ხომ მხოლოდ მასზე გაცილებით სუსტებს ესხმის თავს", - ამბობს კუჩმა


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა