თეგებით ძიება

რუსეთის მოქალაქის მიმართ ვინმეს თუ აქვს ზიზღი, ეს არის ქსენოფობია და სირცხვილი - ირაკლი კობახიძე

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ქსენოფობიასა და სირცხვილს უწოდებს რუსეთის მოქალაქეების მიმართ ზიზღს.

"რუსეთის მოქალაქის მიმართ ვინმეს თუ აქვს ზიზღი, ეს არის ქსენოფობია და ეს არის სირცხვილი. თქვენ არ მეთანხმებით ამაში?! თუ ადამიანი არის უბრალოდ რუსი ან რუსეთის მოქალაქე, და ამის გამო აქვთ ზიზღი ადამიანის მიმართ... თქვენ გაქვთ ზიზღი ასეთი ადამიანის მიმართ? რუსის მიმართ ზიზღი გაქვთ? რიგითი რუსის მიმართ თქვენ ზიზღი გაქვთ? თუ თქვენ გაქვთ ზიზღი რიგითი რუსის მიმართ, მაშინ თქვენ არაფერი გსმენიათ არც ადამიანების უფლებებზე, არც საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებზე, არაფერზე, გარდა ამისა კულტურაზე", განაცხადა ირაკლი კობახიძემ "მთავარი არხის" ჟურნალისტთან.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპოაცია განახორციელა და დღემდე აკონტროლებს ამ ტერიტორიებს. რუსი ოკუპანტები ყოველდღიურად ახორციელებენ ე.წ. მცოცავ ოკუპაციას და იტაცებენ ქართულ მიწებს. აფხაზეთში კი, კრემლი ბიჭვინთის სანაპირო ზოლის და რამდენიმე ჰექტარი ფართობი მიწის ანექსირებასაც ცდილობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა