თეგებით ძიება

როგორც ჩანს, პრეზიდენტი მზად არის "ნაცმოძრაობას" თვითონ ჩაუდგეს სათავეში - ალუდა ღუდუშაური

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატურას "ქართული ოცნების" მხარდაჭერა არ ექნება.

"როგორც ჩანს ამ ნაბიჯით სალომე ზურაბიშვილმა გაუგზავნა "ნაციონალურ მოძრაობას" გზავნილი, რომ დიახ, ჩემდა სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვავ, რომ ის როგორც ჩანს მზად არის ისეთ დემორალიზებულ პოლიტიკურ ძალას, როგორიც არის "ნაციონალური მოძრაობა" ახლა უკვე თვითონ ჩაუდგეს ირიბად თუ პირდაპირ სათავეში. კანდიდატი, რომლის გაკეთებული საქმეც იხილა ჩვენმა საზოგადოებამ და კონკრეტული შედეგებით იხილა საერთაშორისო დამკვირვებლებმა. ასეთ დროს, როდესაც ამ ნაბიჯს დგამ ჩვენი მხარდაჭერა ბუნებრივია ამ კანდიდატებს არ და ვერ ექნებათ", - აცხადებს ალუდა ღუდუშაური.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა და პარლამენტს ასარჩევად თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა