თეგებით ძიება

აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ გზის გადაკეტვას ცდილობენ, პოლიცია კი ამის საშუალებას არ აძლევს

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან.

9 აპრილის მემორიალთან დემონსტრანტებმა აქციის დაწყებამდე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად, ტრაგიკულად დაღუპული ხუთი მცირეწლოვანი ბავშვის ხსოვნას.

საკანონმდებლო ორგანოსთან აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობენ, ადგილზე განლაგებული საპოლიციო კორდონი კი მათ ამის საშუალებას არ აძლევს.

პარლამენტის ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის მობილიზებაა.

უწყვეტი პროტესტის 43-ე დღესაც მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნები და აქციების პერიოდში დაკავებული პირების გათავისუფლებაა.

ინტერპრესნიუსი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა