თეგებით ძიება

პრეზიდენტი ცდილობს მოიპოვოს ოპოზიციის სიმპათია - მიხეილ სარჯველაძე

დამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტი ცდილობს მოიპოვოს ოპოზიციის სიმპათია.

"დესტრუქციული როლის თამაშის მცდელობაა, რომ ეს გაიგივდეს დეპოლარიზაციის მცდელობასთან და არ მგონია, რომ ეს წარმატებული მცდელობებია, იმიტომ რომ ლოგიკურად საფუძველშივე მცდარია ამ გზით სიარული, როცა უკეთეს კანდიდატს უარს ეუბნები მარტო იმიტომ, რომ ოპოზიციამ ამის გულისთვის შეიძლება არ შეგაქოს.

საერთოდ აინუნში არ ჩააგდო ხელისუფლების მოსაზრებები, ეს ბუნებრივია, არ არის სწორი. ჩემი დაკვირვებით, და ღმერთმა ქნას ეს მეშლებოდეს, პრეზიდენტი ცდილობს მოიპოვოს ოპოზიციის სიმპათია და კეთილგანწყობა, ამ თვალსაზრისით დგამს ხოლმე ნაბიჯებს და ამ შემთხვევებშიც გადადგა, როგორც ჩანს, შესაძლოა, ამით აიხსნებოდეს ეს ნაბიჯი, იმიტომ რომ სხვა ახსნა და არგუმენტაცია ამას ვერ ექნება“, - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა