თეგებით ძიება

„ეს რა ვნახე ნეტავ არ მენახა, რაღაც ვიცოდი მაგრამ... მაინც იმოქმედა!!!!!“ - თაკო ჩარკვიანი

პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ე.წ. ტროლების სია გადასცეს და მასში ბევრი კარგი ნაცნობიც აღმოაჩინა.

„სია გადმოგვცეს!!!ვაახ , რამდენიმე ჩემი კარგი ნაცნობი ( ბავშვობის კარგი ნაცნობიც, ცოტა მეტიც ვიდრე ნაცნობი) ტროლად მსახურობს, ბიძინა ივანიშვილ-ნუგზარ ფოფხაძის საქართველო რა დღეში ხარ?! ასე "ჩახდილი", ასე ბითური, ასე ხელგაწვდილი, ასე "დაგოიმებული", ასე პროვინციალური, ასე როგორ დაგცა ერთმა უწიგნურმა, ასე როგორ დაგცა მამამარჩენალმა, ეს რა ვნახე ნეტავ არ მენახა, რაღაც ვიცოდი მაგრამ... მაინც იმოქმედა!!!!! ისიც ვნახეთ რომელი გუნდი რომელ ორგანიზაციას ეკუთვნის, გულის ამრევია, ასე როგორ ამსახურა ტალახში, ასე როგორ ჩაჯექით წუმპეში -"გაყიდვების სამსახურია" რა.

P.S. ჰოდა, რა უნდა ვქნათ და დღეს ლუსტრაცია პრაქტიკულად მომხდარია და გადახედეთ ბატონებო და არ გააკაროთ თქვენს ცნობიერებას მრავალწლიანი "ნათრევი" გამყიდველი პოლიტიკოსები დიდი ხნის "დავერბოვკებულები" არიან, ვერასდოს ვერ მოემსახურებიან საკუთარ ქვეყანას შანსი არ არის შანსი - გამორიცხულია!!!! ეს არ დაგვავიწყდეს! პატარა შანსიც არ უნდა მიეცეს რუსეთთან მოკავშირეს!!!!!!!!!!!

არ ისვენებს ნუგზარ ფოფხაძის " ფსკერის ბინადართა" "ასო ბგერათა" კარტელი.

ივანიშვილმა ერთხელ უბრძანა, "ესენი " ათასჯერ ყიდიან ქვეყანას ყოველ ნაბიჯზე, დანიშნულ ბოტურ ხელფასებზე კომპიუტერებთან მიმსხდარი "ანონიმსჩიკები" - ტროლბოტები მღვრიე წუმპეში დააბოტებენ, სრულიად შიშვლები და არაფრით განსხვავდებიან მარჯანიშვილზე - ფსკერზე მოგორავე პირუტყვებისგან, ერთია - ფასშია განსხვავება მხოლოდ ფასში......

ღმერთო ეს რა ვნახე... ძალიან იმოქმედა...“ - წერს თაკო ჩარკვიანი.

სია გადმოგვცეს!!!ვაახ , რამდენიმე ჩემი კარგი ნაცნობი ( ბავშვობის კარგი ნაცნობიც, ცოტა მეტიც ვიდრე ნაცნობი) ტროლად...Posted by Tako Charkviani on Sunday, 7 August 2022





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა