თეგებით ძიება

კიდევ გააგრძელებს საქართველოზე გამოხტომებს, იმის ნაცვლად, რომ აიღოს იარაღი და წავიდეს წინა ხაზზე?? - სალუქვაძე არახამიაზე

ექსპერტი სამხედრო საკითხებში, ამირან სალუქვაძე, უკრაინის საგარეო უწყების მიერ, 225 დეპუტატის, მათ შორის არახამიას, იასკოს და გონჩარენკოს დიპლომატიური პასპორტების შესახებ გაუქმების გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში ასე ეხმაურება.

„რამდენიმე გვარი აკლია მანდ.

ოფიციალურ მიზეზად ქვეყნის ფარგლებს გარეთ უმიზეზოდ ხეტიალი სახელდება.

არახამია ამერიკაში დაფრინავდა, თურქეთში და ა.შ. საინტერესოა, კიდევ იყო სადმე? რა ჩაეთვალა უსაქმოდ ხეტიალად, გაგანია ომის დროს?
დეპუტატებისთვის საზღვარგარეთის პასპორტების გაუქმება ცალკე თემაა, სისტემური...

სისტემურს რომ თავი დავანებოთ, არ უტყდება უმრავლესობის ლიდერს, ხალხის რჩეულს, დეპუტატ არახამიას, პასპორტს რომ უუქმებენ?

ამის შემდეგ თავმოყვარეობა არ შეაწუხებს და კიდევ გააგრძელებს საქართველოზე გამოხტომებს, იმის ნაცვლად, რომ აიღოს იარაღი და წავიდეს წინა ხაზზე.
არც ჩვენს ოპომედიას შეაწუხებს სირცხვილი და ისევ ჩართავენ ხოლმე...

პარალელურად უსაფრთხოების სამსახურის მიერ, 600-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული კოლაბორაციონიზმის და სხვა ბრალდებებით...

ჰო, საზღვარგარეთ ხეტიალის აკრძალვა ისედაც შეეძლო, ერთი ბრძანებაც საკმარისი იყო მესაზღვრეებისთვის“, - წერს სალუქვაძე.

რამდენიმე გვარი აკლია მანდ.
ოფიციალურ მიზეზად ქვეყნის ფარგლებს გარეთ უმიზეზოდ ხეტიალი სახელდება.
არახამია ამერიკაში...Posted by Amiran Salukvadze on Saturday, 6 August 2022


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა