თეგებით ძიება

ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს - ლიეტუვის საგარეო უწყება

ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. 14 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„აგრესიამ აჩვენა განახლებული და მუდმივად გაფართოებადი რუსული რევანშიზმი. მსოფლიოს მაშინ უნდა შეეჩერებინა პუტინი. გაკვეთილი ნასწავლი არაა. რუსეთი ახლავე უნდა შეჩერდეს უკრაინაში. საკმარისია“ , - წერია „ტვიტერზე" უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეაგხსენებთ, რომ 2008 წელს რუსეთი საქართველოში შეიჭრა. რუსული სამხედრო აგრესიის შედეგად ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ათასობით კი დევნილად იქცა. აგვისტოშივე კრემლმა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა და მათი ოკუპაცია განახორციელა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა