თეგებით ძიება

„ესენი რუს ქალებთან და ბავშვებთან არიან დიდ გულზე, თორე რუსის ჯარისკაცს რო ხედავენ წითელ ხიდზე გარბიან!“ - ვატო შაქარიშვილი

„აი ია“-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ალბათ ჩვენი ბრალია ესენი ამ უსაზღვრო უტიფრობას რომ ბედავენ! იმის მაგივრად ამ დღეებში მაინც ჩაიგდონ ხმა და სოროებში შეძვრენ, ესენი მუხათგვერდის სასაფლაოზე ადიან, პოზიორობენ და აქ თარიღებზე გველაპარაკებიან, 7 - ში “აღვნიშნოთ” ომის დაწყება თუ 8 - ში… იმ ბიჭების საფლავებს უსინდისოდ ადგანან თავზე, ვისი ცხედრებიც ბრძოლის ველზე მიატოვეს, თვითონ კი ქვეყნის სხვადასხვა საზღვრები აატალახეს! ტერიტორიები დაკარგეს, რუსთაველზე გამარჯვება გვაზეიმეს, ევროსაბჭოში ჩვენს სამხედროებს კასეტური ბომბების გამოყენება დააბრალეს, შემოსული მილიარდობით დოლარი ჯიბეში ჩაიდეს, მთელი ენერგო რესურსები რუსეთს გადასცეს, ომიდან რამდენიმე წელიწადში ცალმხრივად მოხსნეს სავიზო რეჟიმი, დღემდე უცხო ქვეყნების ინტერესებს ემსახურებიან და რუსეთიდან რუბლებში ფინანსდებიან!

ესენი რუს ქალებთან და ბავშვებთან არიან დიდ გულზე, თორე რუსის ჯარისკაცს რო ხედავენ წითელ ხიდზე გარბიან!“

ცნობისთვის, დღეს აგვისტოს ომის დაწყებიდან 14 წელი გავიდა.

ალბათ ჩვენი ბრალია ესენი ამ უსაზღვრო უტიფრობას რომ ბედავენ! იმის მაგივრად ამ დღეებში მაინც ჩაიგდონ ხმა და სოროებში...Posted by Vato Shakarishvili • ვატო შაქარიშვილი on Sunday, 7 August 2022


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა