თეგებით ძიება

"გვჯერა, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს - საქართველო გაერთიანდება!" - პრემიერი აგვისტოს ომის 14 წლისთავს ეხმაურება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოს ომიდან 14 წლის გასვლას ეხმაურებ და წერს, რომ დარწმუნებულია, საქართველო მშვიდობიანი გზით გაერთიანდება.

"14 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან, რომელმაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. 14 წელია ჩვენი ქვეყნის გული - სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

ქედს ვიხრი ომში დაღუპული ჩვენი გმირი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნის წინაშე, რომლებიც აგვისტოს ომს ემსხვერპლნენ.
ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გამთლიანების გზად მშვიდობიანი, გონივრული პოლიტიკა ავირჩიეთ და გვჯერა, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს - საქართველო გაერთიანდება!", - ნათქვამია პრემიერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა